05:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 11:26:07, 2061 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მლნ ევროს სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

მისი თქმით, დახმარება განკუთვნილია უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად. 

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ, შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რჩება კონცენტრირებული და მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში", - წერს ბორელი. 

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებისთვის დახმარების მეოთხე ტრანშის 500 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფაზე, 24 მაისს კი საბოლოოდ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება. ამგვარად, იმ დროისთვის, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის იარაღის ჯამური დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics