05:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 12:26:25, 728 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - შევწყვიტოთ წუწუნი, ფასი რომელსაც ევროკავშირი და ნატო იხდის იზომება ვალუტით, უკრაინისთვის კი - სიცოცხლით

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ევროპარლამენტის წევრებს „შეწყვიტონ ჩივილები და გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.“

მისივე თქმით, ფასი, რომელსაც ევროკავშირი და ნატო იხდის იზომება ვალუტით, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, ყოველ დღე დაკარგული სიცოცხლეებია.

"ჩვენ უნდა შევწყვიტოთ წუწუნი,  გავძლიერდეთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიზნად უნდა დაისახონ უკრაინის არსებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა დიდი ხნის განმავლობაში, რადგან მათი  დახმარების გარეშე ფასი გაცილებით მაღალია.ჩვენს ინტერესებშია დავეხმაროთ უკრაინას, რადგან თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ჩვენთვის საშიშროებაა.თუ თქვენ არ გაინტერესებთ ამის მორალური ასპექტი, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოების ინტერესებზე., გადაიხადეთ ჰუმანიტარული დახმარება, გადაიხადეთ ეკონომიკური სანქციების შედეგები, რადგან ალტერნატივა მოგვიანებით გაცილებით მაღალი ფასის გადახდაა."- განაცხადა სტოლტებმერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics