05:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 16:50:24, 1088 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებისთვის 500 მლნ ევროს ტრანშზე შეთანხმდა

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებისთვის მეხუთე ტრანშზე შეთანხმდა, რაც 500 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გულისხმობს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე წერს.

„ევროპა აგრძელებს მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ფასეულობების დაცვას. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინის ევროპული მშვიდობის ფონდის მეხუთე ტრანშის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა ახლა შეადგენს 2,5 მილიარდ ევროს“, - აღნიშნა მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებისთვის დახმარების მეოთხე ტრანშის 500 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფაზე, 24 მაისს კი საბოლოოდ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება. ამგვარად, იმ დროისთვის, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის იარაღის ჯამური დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics