03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 14:19:57, 823 ნახვა

მსოფლიო
სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა - სენატი შავი ზღვის რეგიონზე კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, პრიორიტეტად გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონში არსებული ეკონომიკური კავშირები, დემოკრატიის განმტკიცება და სამხედრო დახმარება.

კანონპროექტის ინიციატორები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი არიან.

" შავი ზღვა პუტინისთვის უკრაინის ომის ფონმზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის პორტებზე კონტროლოს დაკატგვამ გლობალურ სასურსათო კრიზისამდე მიგვიყვანა. საჭიროა მოქმედების გაზლიერება. სწორედ ამიტომ სენატორ მიტ ეიმნისთან ერთად კანონპროექტი მოვამხადეთ,"- წერს შაჰინი.

კანონპროექტის მიხედვით, შავი ზღვის რეგიონი კონფლიქტის ზონად რჩება და მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კანონპროექტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics