16:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 17:23:48, 800 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

რატი ბრეგაძე ჩეხეთში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბერძენ კოლეგასაც შეხვდა.

რატი ბრეგაძემ კოსტას ციარისთან საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მხარეებმა ურთიერთობის გაგრძელების შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბერძენ კოლეგას საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმი შექმნის შესანიშნავ პლატფორმას ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისათვის და გახსნის კარებს ახალი ინიციატივებისთვის", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. 2021 წელს სტრატეგიის ამოქმედებიდან დღემდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics