16:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 15:34:08, 726 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ფორუმზე 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ 1000- ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, „პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი” გაიმართა. ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების მქონე, სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ხელშეწყობაა.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა განაცხადა ფორუმი მასშტაბური იყო, რაც შედეგებზე დადებითად აისახება. „ფორუმში მონაწილეობა 80-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა ორგანიზაციამ მიიღო. მათ 1000-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდათ წარმოდგენილი და რაც ძალიან სასიხარულოა, ღონისძიებას 400-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ეწვია. ამ ტიპის ფორუმები მსურველებს დასაქმებაში ეხმარება, რადგან აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია აქტიური ვაკანსიებზე და რა თქმა უნდა, კომპანიების წარმომადგენლებს საკუთარი კვალიფიკაციის შესახებ გაუზიარონ ინფორმაცია“,- განაცხადა ნინო ველთაურმა.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი,კოლეჯების კურსდამთავრებულები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics