02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 10:17:49, 983 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ და ორჯერ ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე თავს დაესხნენ და ორჯერ ესროლეს.

მედიის ცნობით, აბე ზურგის არეში დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. აბე სიტყვით გამოდიოდა ქალაქ ნარაში, როდესაც თავდასხმა მოხდა - თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს  მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით.

."ყოფილ პრემიერ-მინისტრ აბეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე  ნარაში ესროლეს. ერთი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ იყო მსროლელი, დააკავეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის აბეს მდგომარეობა ამჟამად უცნობია." ამის შესახებ ჟურნალისტებს კაბინეტის მთავარმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განუცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics