02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 15:30:52, 1160 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი აშშ-ს კორონავირუსის შექმნაში ადანაშაულებს და კომპენსაციას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გადაწყვიტა კორონავირუსის „შექმნაზე“ პასუხისმგებელი პირები მოეძებნა და რა თქმა უნდა, ამაშიც ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა. 

ვოლოდინის განცხადებით, ვაშინგტონმა „პასუხი უნდა აგოს“ COVID-19-ის „შექმნაზე“, ვინადან ისინი „პანდემიის ნამდვილ დამნაშავეები“ არიან.

მისი მტკიცებით, COVID-19 შეიძლება გამოვიდეს ამერიკული ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიებიდან. თუმცა, ამის არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ აქვს. 

„მილიონობით დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ადამიანების ცხოვრების დონის ვარდნა არის COVID-19-ის შედეგი, რისთვისაც ვაშინგტონმა პასუხი უნდა აგოს. ყველა სახელმწიფოს, რომელიც დაზარალდა პანდემიით, შეერთებული შტატები ვალდებულია აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი“, - განაცხადა ვოლოდინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics