11:58 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 17:59:47, 600 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი სანქციებზე - ასეთი მტრული ზომები შესაძლოა კვალიფიცირებული იყოს აგრესიის აქტად, რაზეც თავდაცვის უფლება გვაქვს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა დასავლეთის სანქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში ისინი შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო აგრესიის აქტად, რის საპასუხოდაც "თავდაცვის უფლება ჩნდება". 

სანქტ-პეტერბურგის X საერთაშორისო იურიდიული ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი" შემზღუდავი ზომები და ცინიკური პრაქტიკა" , მათი ოპონენტების მსგავსია.

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ ვითარებაში ასეთი მტრული ზომები შესაძლოა კვალიფიცირებული იყოს როგორც საერთაშორისო აგრესიის აქტი და როგორც კაზუს ბელიცკი.  მათ საპასუხოდ სახელმწიფოს აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება". – თქვა მედვედევმა. 

 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics