01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 17:38:43, 891 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვის სეიმმა ოფიციალურად აკრძალა რუსული გაზის იმპორტი

ლიეტუვის სეიმმა ოფიციალურად აკრძალა რუსული გაზის იმპორტი, გარდა მისი ტრანზიტისა კალინინგრადის რეგიონში. 

სეიმმა „ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებებს მხარი 123-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა. 

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, Klaipedos nafta-ს გაზის გადამცემი სისტემა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მიმწოდებლებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან ლიტვის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ მთლიანად მიატოვა რუსული გაზი აპრილში. ის გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა შეეწყვიტა რუსული ენერგორესურსების ყიდვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ.

ამჟამად რუსული გაზის ტრანზიტი გრძელდება ლიეტუვის გავლით კალინინგრადის მიმართულებით, მაგრამ ჩვეულისგან განსხვავებული ტექნიკური რეჟიმით, რაც უზრუნველყოფს მხოლოდ ტრანზიტისთვის საჭირო გაზის რაოდენობას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics