|
2022-06-23 13:36:41, 1004 ნახვა
საზოგადოება
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული ტრენინგები იწყება. სწავლებას ითვალისწინებს პროექტი „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით", რომლის მიზანი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პროფესიონალთა გადამზადებაა. ტრენინგები გამომძიებლების, პროკურორების, შრომის ინსპექტორების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და მსხვერპლებთან მომუშავე პერსონალისათვის ჩატარდება და დაეხმარება მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის დროულ გამოძიებას, დამნაშავეთა დასჯასა და მსხვერპლთა ეფექტიან რეინტეგრაციას საზოგადოებაში. საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა რეგიონში, სადაც აღნიშნული ტრენინგი ინერგება. პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობას ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია საერთაშორისო დონეზე. ტრეფიკინგის თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო 2021 წლის ანგარიშით საქართველო ევროკავშირისა და დასავლური ევროპის არაერთი ქვეყნის გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში და აკმაყოფილებს ამ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, გასული წლების მსგავსად, 2021 წლის ანგარიშშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის მხოლოდ საქართველო მოხვდა რეიტინგული სკალის უმაღლეს საფეხურზე. საქართველოს წარმატება ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს. პროექტი „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით" დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა. ღონისძიება ესწრებოდნენ ადამიანით ვაჭრობის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი და კოორდინატორი, ბატონი ვალიანთ რიჩი; საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილე, ბატონი ურს ბიირი; ასევე, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)