00:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 13:31:37, 802 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილეები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ  საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს  მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY  2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სახმელეთო და აერომობილური შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშები, ინოვაციები და თანამედროვე მიღწევები იყო წარმოდგენილი.

მოგვიანებით ოფიციალური  დელეგაციების  ხელმძღვანელებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ  უმასპინძლა. მან  საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, დავით ჭიჭინაძესა და გიორგი ხაინდრავას გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის  სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში  სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სამუშაო შეხვედრაზე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების მთავარი დირექტორატის მოადგილემ, გენერალმა ემანუელ ლაპორტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ ინდუსტრიულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. პარიზის მახლობლად საგამოფენო სივრცეს მსოფლიოს 94 ქვეყნის 227 ოფიციალური დელეგაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები და მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics