09:08 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 10:31:47, 1596 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზე

ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმმართვაში აღნიშნა.

ზელენსკის თქმით, როგორც აქტიურად იბრძვიან უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირისგან დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ზუსტად ასევე, ყოველდღე იბრძვიან ქვეყნის თანამედროვე იარაღით მომარაგებისთვის.

„როგორც აქტიურად ვიბრძვით ევროკავშირის პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინის კანდიდატურაზე, ასევე ყოველდღიურად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებისთვის. არც ერთი დღე არ ვანელებთ ჩვენს აქტივობას. ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზე, იმაზე, თუ როგორ ახორციელებენ ისინი უკრაინის დასახმარებლად გადაწყვეტილებებს”,- განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის საჭიროებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics