00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 10:04:11, 944 ნახვა

მსოფლიო
ნედ პრაისი - აშშ მხარს უჭერს ევროპელ მეზობლებთან უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას

აშშ მხარს უჭერს ევროპელ მეზობლებთან უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. 

 მისივე თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გამოხატავს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების და დაახლოების სურვილს და აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობდა, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების,  განვითარებაში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. სამივე ქვეყანა გამოხატავს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების და დაახლოების სურვილს და აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობდა, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების,  განვითარებაში და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. "- აცხადებს ნედ პრაისი.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics