00:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 14:57:10, 776 ნახვა

საზოგადოება
შრომითი მედიაცია "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა

შრომითი მედიაცია "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და "IDS ბორჯომი საქართველო" სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკების პროცესში პირადად ჩაერთო მისი წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.  როგორც პრემიერმა განაცხადა  "IDS ბორჯომი საქართველოში" დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება.

სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოეაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე- ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics