00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 10:25:35, 1155 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - პუტინი შიშობს, რომ მის ქვეყანაში დემოკრატიის ნაპერწკალი გავრცელდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეშინია რომ მის ქვეყანაში „დემოკრატიის ნაპერწკალი“ გავრცელდება,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

 გამოცემა Muenchner Merkur-თან ინტერვიუში, კანცლერმა აღნიშნა, რომ  პუტინი ცდილობს გაყოს ევროპა და დაბრუნდეს სამყაროში, სადაც დომინირებს გავლენის სფეროები.

„რუსეთის პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ მის სამეზობლოში არსებობს კანონზე დაფუძნებული დემოკრატიების საზოგადოება, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ერთმანეთს. მას აშკარად ეშინია დემოკრატიის ნაპერწკლის, რომელიც გავრცელდება მის ქვეყანაში“.- დასძინა შოლცმა.

ევროკომისიამ გასულ კვირას რეკომენდაცია გაუწია უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაზეც  შოლცმა საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics