00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 10:24:13, 1710 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის მთავრობამ პარლამენტის ნებაყოფლობით დაშლისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირს ლაპიდმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალ კვირას წარადგენენ კანონპროექტს პარლამენტის ნებაყოფლობით დაშლის შესახებ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე.

ადგილობრივი მედიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის მხირდან მრავალი აჯანყების გამო, მთავრობის გადარჩენის ყველა მცდელობა "ამოწურული" იყო, რის გამოც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყეტილება. 

ბენეტმა და ლაპიდმა საზოგადოებას საღამოს 8 საათზე უნდა მიმართონ.

პარლამენტის დაშლის შემდეგ, ლაპიდი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სანამ ახალი მთავრობა ფიცს არ დადებს, როგორც კოალიციის თავდაპირველი შეთანხმების თანახმად. სავარაუდოდ, ბენეტი გახდება ალტერნატიული პრემიერი, თანამდებობა, რომელსაც ლაპიდი ამჟამად უკავია და ასევე იქნება პასუხისმგებელი "ირანის პორტფელზე".

სამართლებრივი და სადღესასწაულო შეზღუდვების გათვალისწინებით, ახალი არჩევნები მოსალოდნელია ოქტომბრის ბოლოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics