22:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 15:15:22, 911 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების სიაში პატრიარქი კირილიც მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს სანქცია დაეკისრა უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისა გამო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან კირილი ომს იმით ამართლებდა, რომ რუსეთი თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას იცავს. 

შეგახსენებთ, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოსეფ ბორელის თქმით, პუტინის ომის მხარდაჭერაზე პასუხისმგებელი პატრიარქი კირილი უნდა იყოს .

გარდა ამისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ პატრიარქი კირილი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში უნდა შესულიტო, მაგრამ ის ბოლო მომენტში, დოკუმენტის გამოქვეყნებამდე გამორიცხეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics