2022-06-15 17:00:59, 1550 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ზელენსკი მიწვეული იქნება NATO-ს მადრიდის სამიტზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიწვეული იქნება ალიანსის სამიტზე მადრიდში. - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ზელენსკის შესაძლებლობა ექნება, რომ ნატოს ლიდერებს მიმართოს.
"პრეზიდენტი ზელენსკი მიწვეული იქნება მადრიდის სამიტზე, რათა მიმართოს ლიდერებს, როდესაც მათ შევხვდებით თვის ბოლოს. ჩვენ სიამოვნებით მივესალმებით მას პირადად და თუ ეს შეუძლებელია - ვიდეო ფორმატში". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,