04:33 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 17:14:03, 1405 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიოპოლის მერი - რუსებმა მარიუპოლში იმაზე მეტი ადამიანი მოკლეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტებმა

მათ დაანგრიეს მარიუპოლი, როგორც ტერორისტებმა და მკვლელებმა. - განაცხადა მარიუპოლის მერიმა ვადიმ ბოიჩენკომ.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა, მარიუპოლში 22 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ნაცისტების მიერ, მეორე მსოფლიო ომის  დროს მოკლულთა რაოდენობა.

"მათ დაანგრიეს მარიუპოლი, როგორც ტერორისტებმა და მკვლელებმა. მოკლეს 22 000-ზე მეტი ადგილობრივი, გაანადგურეს და ფერფლად აქციეს ჩვენი მაღალსართულიანი შენობების 50% . ანუ ნაცისტებზე მეტი უბედურება ჩაიდინეს. ოკუპაცია 1941 წლიდან 1943 წლამდე მოახდინეს ნაცისტებმა, სადაც ჰიტლერმა 10 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა“. - განაცხადა ბოიჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics