|
2022-06-13 11:12:00, 1919 ნახვა
კომენტარი
ხათუნა ხოფერია - ბაკურიანში დაგეგმილს, ევროპაში დაწერილმა რეზოლუციამ ხორცი შეასხა
ევროპარლამენტის რეზოლუციამ შავით თეთრზე ჩამოაყალიბა მთავარი მოთხოვნა - გაათავისუფლონ სააკაშვილი და გვარამია! შემდეგი ნაბიჯები ადვილად მისახვედრია- აგრესიული აქციები და არეულობა ქვეყანაში! ომი და შიმშილი საქართველოში! და კიდევ ორი რამ! მთავარი და თეთრი ძაფით ნაკერი - 1. ბიძინა ივანიშვილის ჩათრევა ამ პროცესებში! მისი დასჯის მიზნით! 2. ხელისუფლების დამხობა. ვფიქრობ, საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, საიდან იმართება ეს პროცესები! ჩვენი ქვეყნისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გამავალი მოვლენები - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია. ხათუნა ხოფერიას თქმით, ბაკურიანში დაგეგმილს, ევროპაში დაწერილმა რეზოლუციამ ხორცი შეასხა, 20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა ნაციონალების ორი დაჯგუფებაა. მისივე თქმით, ევროკავშირის დამოუკიდებლობის ხარისხი და სუვერენიტეტი ნულის ტოლია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების, ყველაფერი ისევ ამერიკის ხელიდან იმართება, ამერიკა, უკრაინის ომით, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ევროპას აზარალებს. აქვე ხოფერია აღნიშნავს, რომ არ ვცდებით როდესაც ვფიქრობთ, რომ 2008 წელსაც ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთისთვის სწორედ ამერიკელებმა ჩაგვაბარებინეს, რითაც, ერთი მხრივ, რუსეთის იმიჯი დააზიანეს და მეორე მხრივ, ევროპის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენეს. მისივე თქმით, ფაქტია, რომ მაშინ ამერიკელებმა ზემოთ თქმულ ორივე მიზანს წარმატებით მიაღწიეს და რაოდენ სამწუხარო და დამამცირებელია ის, რომ დღესაც, მეორე ფრონტისკენ ზუსტად იგივე მიზნით გვექაჩებიან. უნდათ, რომ რუსეთის იმიჯს კიდევ უფრო მძიმე ზიანი მიაყენონ და უკრაინაში სამხედრო წინსვლა მცირედით მაინც გაურთულონ. რას მოუტანს მეორე ფრონტი საქართველოს? ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ. ამერიკისთვის უკრაინასაც და საქართველოსაც საზარბაზნე ხორცზე მეტი ფასი არა აქვს. "ბაკურიანის შეხვედრიდან- ევროპარლამენტის რეზოლუციამდე... და მას შემდეგ.... ბაკურიანის "სხადნიაკის" გარშემო მრავალი ვერსია და ვარაუდი გავრცელდა, მაგრამ ევროპარლამენტის ე.წ. რეზოლუციამ მათი შავ- ბნელი სურვილები სააშკარაოზე გამოიტანა. ბაკურიანში დაგეგმილს, ევროპაში დაწერილმა რეზოლუციამ ხორცი შეასხა. 20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა ნაციონალების ორი დაჯგუფებაა. პირველი, „სირცხვილია,“ უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ორგანიზაცია, რომლის არსებობა მართლაც სირცხვილია და მეორე დაჯგუფება- „ტალღა“ რომელიც სწორედ ბაკურიანის შეკრებაზე შექმნეს დაახლოებით ისე და იმ მიზნებისთვის, როგორც თავის დროზე შექმნეს ავად სახსენებელი "კმარა". ევროპარლამენტის რეზოლუციამ შავით თეთრზე ჩამოაყალიბა მთავარი მოთხოვნა - გაათავისუფლონ სააკაშვილი და გვარამია! შემდეგი ნაბიჯები ადვილად მისახვედრია- აგრესიული აქციები და არეულობა ქვეყანაში! ომი და შიმშილი საქართველოში! და კიდევ ორი რამ! მთავარი და თეთრი ძაფით ნაკერი- დიახ, ის ნულის ტოლია! ზუსტად ისევე, როგორც უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების! ანუ მისი სუვერენიტეტი ზუსტად ნულის ტოლია. ამერიკა, უკრაინის ომით, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ევროპას აზარალებს. 2008 და 2014 წლების ომებითაც, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ყველაზე მეტად ხომ სწორედ ევროპა დაზარალდა. რას მოუტანს მეორე ფრონტი საქართველოს? მადლობა ღმერთს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების აყირავება და საკუთარი აგენტურით მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხეს, თორემ დღეს უკრაინაზე ბევრად უფრო მძიმე დღეში ვიქნებოდით.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)