21:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 16:12:49, 999 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - ლუგარის ცენტრის საქმიანობა ეჭვებს აჩენს, ლაბორატორიაში მწერებზე კვლევები ტარდება

ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში,- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

ზახაროვას თქმით, იგეგმება  მექანიზმების ამოქმედება რომლებიც, სახელმწიფოებს შორის ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვას გულისხმობს.

„რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ამ ლაბორატორიაში ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე.

"ამერიკის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განმარტებები, რომ ამერიკა აგროვებს ბიომასალებს  ამყარებს ჩვენ შეშფოთებას კონვენციის დაცვის მიმართ, რუსეთის საქმიანობა  ამ სფეროში ატარებს მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს“ , - განაცხადა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics