2022-06-08 21:12:01, 1592 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - საქართველოსა და მოლდოვისთვის EU სამხედრო დახმარების გაზრდას გეგმავს
საქართველოსა და მოლდოვისთვის EU სამხედრო დახმარების გაზრდას გეგმავს. - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
"ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ არალეტალური სამხედრო დახმარება საქართველოსა და მოლდოვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკის, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო შესაძლებლობების ზრდას. ჩვენ გეგმას დეტალურად ივნისში წარვადგენთ, ხოლო ივლისში - მივიღებთ". - განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,