2022-06-07 17:26:55, 1577 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინელებმა, ზაპოროჟიეს ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. - განაცხადა ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანმა ანატოლი კურტევმა.
მისივე თქმით, რაკეტა უკრაინელმა სამხედროებმა , დაახლოებით 07:30 საათზე ჩამოაგდეს.
"დაახლოებით დილის 7:30 საათზე უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიის რაიონში მტრის რაკეტა ჩამოაგდეს.მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ დაისვენონ და იგნორირება არ მოახდინონ საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებზე". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,