2022-06-04 13:21:28, 1534 ნახვა
ომი უკრაინაში
გუტერეში - გაერო ჰუმანიტარული ძალისხმევის მიმართ ერთგულია
რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის. - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
მისივე თქმით, გაერო ჰუმანიტარული ძალისხმევის მიმართ ერთგულია.
"ომი იწვევს სამგანზომილებიან გლობალურ კრიზისს - საკვების, ენერგორესურსებისა და ფინანსები მიმართულებით, რაც აზიანებს ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, ქვეყნებსა და ეკონომიკებს. რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,