10:16 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 11:30:34, 1019 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომის ორივე ქარხნის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ

ბორჯომის ორივე ქარხნის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად გაფიცვა არჩიეს და ქარხნის ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.

თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები შემდეგია : ისინი ითხოვენ უკვე გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას, ძველი ხელშეკრულების პირობების მიხედვით მუშაობის გაგრძელებას, დავალიანების დაფარვას, ამასთან შანტაჟსა და ძალადობაში შემჩნეული პირების კომპანიიდან გათავისუფლებას.

„თანამშრომლების უმრავლესობა ხელშეკრულებას არ დავეთანხმეთ, რის შემდეგაც წამივიდა ძალადობა, დაშინება და დაშანტაჟება. დღეს ჩამოსულია მაჭავარიანი, რომელსაც აქამდე არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა და ალბათ წამოვა რაიმე წინადადება“,- განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა.

როგორც, პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ განაცხადა, მთლიანობაში კომპანიის 800-მდე თანამშრომელია გაფიცული, კომპანია ახლა რთულ ვითარებაში იმყოფება, ვინაიდან საკუთარი არაორდინალური გადაწყვეტილებებითა და ქედებებით  თავი „ჩიხში“ შეიყვანეს, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ ერთი იქნება, რომ წამოვიდნენ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებზე.

„დილის 06:00 საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა, როგორც ბორჯომის პირველ და ასევე, მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს. დასაქმებულები ითხოვენ: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებასს და ხელფასების მომატებას, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებას”,- განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, კომპანია IDS ბორჯომმა ომისა და სანქციების გამო, წარმოება გაუგებარი დროით შეაჩერა, რის შემდეგაც ქარხნებში დასაქმებულ 1000 ადამიანს ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ და ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს უნდა მიეღოთ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics