2022-05-24 10:20:45, 1592 ნახვა
ომი უკრაინაში
„შეგიძლია იყო პატარა ქვეყანა, მაგრამ გქონდეს დიდი გული“ - ესტონეთმა უკრაინას სამხედრო ბიუჯეტის მესამედი გადაურიცხა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ სამ თვეში ესტონეთმა სამხედრო ბიუჯეტის მესამედი უკრაინას გადაურიცხა. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მან დასძინა, რომ უკრაინის გამარჯვება ესტონელი ხალხის გამარჯვება იქნება.
„ათასი დაპირების ნაცვლად: სამ თვეში ესტონეთმა უკრაინას გადაურიცხა სამხედრო ბიუჯეტის 1/3 გადმოგვირიცხა – ყველაზე მეტი მსოფლიოში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს: შეგიძლია იყო პატარა ქვეყანა, მაგრამ გქონდეს დიდი გული, ან შეგიძლია იყოს სიდიდით მეორე, მაგრამ საერთოდ არ გქონდეს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მანამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ პუტინთან კონტაქტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,