|
2022-05-24 10:16:22, 1174 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - უკრაინაში ომი გლობალური პრობლემაა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი არა რეგიონული, არამედ გლობალური პრობლემაა. ამის შესახებ მან ტოკიოში Quad ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა. ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები დაჟინებით მოითხოვენ თავისუფალ და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის შექმნას. მისი თქმით, „რუსეთის შეტევა უკრაინაზე მხოლოდ ზრდის საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას“. "ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული პრობლემა. ეს არის გლობალური პრობლემა", - თქვა ბაიდენმა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს უკრაინაში ომის საფასური გრძელვადიან პერსპექტივით და რომ მოსკოვი ამ ბარბაროსობისთვის დაისჯება, ისე რომ ჩინეთი ტაივანში შეჭრაზე არც იფიქროს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)