|
2022-05-23 22:07:11, 2107 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის შედეგად იმერეთში პრობაციონერები დასაქმდნენ
იმერეთში 10 პრობაციონერი დასაქმდა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ბენეფიციარებს პროფესიული გადამზადების გავლის შემდეგ, საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცათ. - ამის შესახებ ინფორმაციასნიუსტიციის სამინისტრო ავრცელებს მისივე თქმით, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში დასაქმებული პრობაციონერების სამუშაო პირობებსა და საქმიანობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გაეცნო. ქიმწმენდის აპარატი ავტოსამრეცხაოსათვის, მეტალოპლასტმასის საამქროში სამუშაო იარაღების ნაკრები, ხელის მოტობლოკი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და სილამაზის სალონის მუშაობისთვის საჭირო ტექნიკა ბენეფიციარებს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა კომპანია „იმერეთის განვითარების ცენტრმა" გადასცა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი მიზანი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციაა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)