|
2022-05-23 12:55:28, 1520 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ომი არ შეჩერდება, კიევი არ მიიღებს ტერიტორიის დათმობის რაიმე შეთანხმებას
კიევი არ მიიღებს მოსკოვისგან რაიმე შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ტერიტორიის დათმობას, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, დათმობებზე წასვლას „უკუჩვენება“ მოჰყვება, რადგან რუსეთის საპასუხო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება. „ომი არ შეჩერდება (არანაირი დათმობის შემდეგ). ეს უბრალოდ გარკვეული დროით შეჩერდება. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ინტენსივობით, რუსები შექმნიან იარაღს, ადამიანურ ძალას და იმუშავებენ თავიანთ შეცდომებზე, ცოტათი მოდერნიზდებიან, გაათავისუფლებენ ბევრ გენერალს და დაიწყებენ კიდევ უფრო სისხლიან და მასშტაბურ შეტევას”,- განაცხადა პოდოლიაკმა. გარდა ამისა, პოდოლიაკმა ასევე უარყო მოწოდებები სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რუსული ძალების დარჩენას მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში და თქვა, რომ „რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, რის შემდეაცგ შესაძლებელი იქნება სამშვიდობო პროცესის განახლება”. ცნობისთვის, 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ამ მოლაპარაკებებზე უკრაინამ შესთავაზა ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას მისთვის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შესახებ. ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკის შემდეგ პროცესი შეჩერდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. 24 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინული და რუსული მხარეები ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ. ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული.
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)