|
2022-05-15 03:29:38, 3866 ნახვა
Lifestyle
მაუწყებლის უცვლელმა ჟიურიმ უკრაინას ყველაზე დაბალი 6 ქულა მისცა და ჩართვა ვერ შეძლო
საქართველოდან "ევროვიზიის" ჟიურიმ რომელიც რამდენიმე წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში უცვლალად ზის, უკრაინას ყველაზე დაბალი 6 ქულა დაუწერა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ხალხმა და მაყურებელმა საქართველოდან უკრაინას უმაღლესი 12 ქულა მისცა. ჟიურის ქულის გამოცხადების დროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ადგილიდან ჩართვაც ვერ შეძლო და ქართველი ჟიურის ქულები ევროვიზიის წარმომადგენელმა სცენაზევე გამოაცხადა. მილიონობით მაყურებელი, ამაოდ ელოდა საქართველოდან ვინმე ელენეს ჩართვას. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. საქართველოს პირველმა არხმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი შემოსული განაცხადების შიდა შერჩევის საფუძველზე გამოავლინა. გადაწყვეტილება საქართველოს პირველი არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მუსიკალური ფესტივალია, რომელზეც ქვეყნის წარმომადგენელს საზოგადოებრივი მაუწყებლები სხვადასხვა შერჩევის გზით ავლენენ ან თავად ასახელებენ. წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სწორედ ეს გზა აირჩია.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)