07:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 15:33:26, 2937 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუდმილა დენისოვა - მარიუპოლს მასშტაბური ეპიდემია ემუქრება

მარიუპოლს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრება, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისი თქმით, არსებობს ათასობით ქალაქის მაცხოვრებლის სიკვდილის საფრთხე. ჩაკეტილ მარიუპოლში ინფექციური კატასტროფა შეიძლება წყლის ნაკლებობამ, დაზიანებულმა საკანალიზაციო სისტემებმა და სახლების ნანგრევებში მყოფი გვამების დიდმა რაოდენობამ გამოიწვიოს.

„მარიუპოლში ყველაზე დიდი პრობლემა სუფთა სასმელი წყალია, რომელიც ქალაქში არ არის. გარდა ამისა, კრიტიკული მდგომარეობაა დრენაჟით და კანალიზაციის ქსელების რღვევით. არსებობს საფრთხე, რომ კანალიზაცია ზღვაში და წყალზე მოხვდება“, - განაცხადა დენისოვამ.

გარდა ამისა, დენისოვას თქმით, ეპიდემიას ხელი ასევე შესაძლოა დანგრეული სახლების ქვეშ მყოფი სხეულების რაოდენობამაც შეუწყოს, თბილ პერიოდში დაშლის ბუნებრივი შედეგებით.

„ჰუმანიტარული დერეფნების დაკეტვის გამო, ბევრმა ადამიანმა, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ ქალაქის მიდამოებში, დაიწყო მარიუპოლში საცხოვრებლად დაბრუნება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა.

ამასთან ერთად, კატასტროფული ვითარება შეიძლება შეიქმნას მარიუპოლში რუსული ჯარების ბლოკადისა და მუდმივი დაბომბვის გამო. წინასწარი მონაცემებით, წლის ბოლომდე შესაძლოა 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics