07:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 14:58:48, 2739 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - G7 საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად მზად არიან

G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას გააგრძელებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის პირობაც დადეს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", - განაცხადეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

გარდა ამისა, მინისტრებმა ასევე რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის გაზრდის პირობა დადეს. ამასთან, G7 ქვეყნები გააგრძელებენ მუშაობას უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამცირებლად.

შეგახსენებთ, რომ 13-14 მაისს ბალტიისპირეთის კურორტ ვაისენჰაუსში (გერმანია) გაიმართა G7 ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მას ესწრებოდნენ მაღალი რანგის დიპლომატები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, აშშ-დან და ევროკავშირიდან.

აღსანიშნავია, რომ G7-ის ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ აპირებენ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერისთვის 30 მილიარდი ევროს გამოყოფას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics