05:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 12:42:14, 1359 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - რუსები ოკუპირებული მელიტოპოლის საჰაერო ბაზას იყენებენ

რუსი სამხედროები დროებით უპირებული ქალაქ მელიტოპოლის გამოყენებით, უკრაინის საჰაერო ბაზის გამოყენებას აგრძელებენ. ამის შესახებ CNN BlackSky-ის თანამგზავრულ სურათებზე დაყრდნობით წერს.

12 მაისს 15:58 საათზე გადაღებული სატელიტური სურათი ასახავს მინიმუმ შვიდ ვერტმფრენს საჰაერო ბაზაზე. 7 მაისს დილის 6:02 საათზე გადაღებულ სატელიტურ სურათზე ჩანს მხოლოდ ერთი ვერტმფრენი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსების მიერ საჰაერო ბაზის გამოყენება მნიშვნელოვანია, „მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ოკუპირებულ ქალაქებს ხერსონს, მარიუპოლსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასის რეგიონის ნაწილებს შორის“.

მათივე ცნობით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ბაზა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის უკანა ნაწილში მდებარეობს, ეს არ ნიშნავს, რომ თვითმფრინავები იქ უსაფრთხოდ არიან.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics