2022-05-13 12:32:19, 1337 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ფინანსთა მინისტრი - ქვეყანა იძულებულია რუსეთთან ომში 8,3 მილიარდი დოლარი დახარჯოს
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში,დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის ბიუჯეტიდან 8,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის განვითარებისთვის გამიზნული თანხები იარაღის შესაძენად და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად გამოიყენეს.
" რუსეთთან ომში ამ დრომდე 8,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს თანხების ნაწილი გრანტების სახით გამოსცენ, რათა შევამციროთ ჩვენი ვალის ტვირთი, რომელიც საომარი მდგომარეობის გამო, უკვე იზრდება, “- განაცხადა მარჩენკომ.
როგორც ცნობილია, უკრაინის მთავრობამ აპრილში საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 60% შეაგროვა - დეფიციტი,უცხოური პარტნიორების გრანტებით შეივსო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან