13:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 13:05:48, 1073 ნახვა

მსოფლიო
ნედ პრაისი რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პრესსპიკერი აცხადებს, რომ ნატო რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, ღია კარის პოლიტიკას არ დათმობს.

პრაისი აღნიშნავს, რომ რუსეთმა  ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს პასუხი არ გასცა,  უკრაინის საქართველოსა და ფინეთის სამხედრო ალიანსში მიღების საკითხის განხილვის გარეშე,  უკრაინაში შეიჭრა.

" ორი ცალკეული საკითხია. ვიდრე ვლადიმერ პუტინი  ამ ომს დაწყებდა, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთს აშფოთებდა ეს იყო კონკრეტული ნაბიჯები - ან ყოველ შემთხვევაში იყო კონკრეტული დისკუსიები - რომლებიც გვეგონა, რომ წინ წაიწევდა, რაც ხელს შეუწყობდა ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ანუ შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების, ისევე როგორც . მოსკოვის მიერ გამოთქმული შეშფოთების  გადაწყვეტას. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს უარყო, და თუ გახსოვთ, მათ ომი 24 თებერვალს დაიწყეს , ისე რომ ჩვენს მიერ წამოყენებულ წერილობით წინადადებაზეც კი არ უპასუხიათ.რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ, რომ ჩვენთვის ნატოს ღია კარი ნიშნავს ღია კარს. ეს მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ეს არის რაღაც, რაც არ არის განსახილველი"- აცხადებს ნედ პრაისი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics