2022-05-10 19:53:32, 1687 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის საელჩო კიევში ბრუნდება
გერმანიის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
მისივე თქმით, საელჩო მუშაობის საწყის ეტაპზე თანამშრომლების შეზღუდული რაოდენობით იმუშავებს.
" უკრაინელებმა თავისუფლების სურვილი გააძლიერეს და დაამტკიცეს, რომ ჰუმანურობა ეს არის ევროპული ღირებულება, რომელიც გვაქცევს ძლიერად." - განაცხადა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,