2022-05-10 18:07:13, 1555 ნახვა
ომი უკრაინაში
ვერეშჩუკი - აზოვსტალის ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, ასობით დაჭრილია
აზოვსტალის ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, ასობით დაჭრილია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.
მისივე თქმით, სიტუაცია სულ უფრო უარესდება.
"ასობით დაჭრილია. იქ იმყოფებიან სერიოზული დაზიანებების მქონე ადამიანები, რომლებიც სასწრაფო ევაკუაციას საჭიროებენ. სიტუაცია დღითიდღე უარესდება". – თქვა ვერეშჩუკმა AFP-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,