2022-05-10 13:16:44, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
აზოვსტალის ქარხანაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება
უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ქარხანაში ყოფნა არ ამცირებს რუსი ოკუპანტების მიერ თავდასხმების სიხშირეს,
"გარდა სამხედროებისა, სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება (აზოვსტალის) თავშესაფრებში. თუმცა, ეს არ ამცირებს ოკუპანტების თავდასხმებს,"- წერს მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ზე
როგორც ცნობილია, ფოლადის ქარხანა, რომელსაც რუსეთი კვირების განმავლობაში უტევს, ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა პირობა დადეს, რომ რუსეთს არ დანებდებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,