02:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 14:09:12, 4532 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპანტებთან  ბრძოლას უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტის იგორ ბეძაის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2022 წლის 7 მაისს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი, საზღვაო ძალების მე-10 საავიაციო ბრიგადის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი დაიღუპა.

Return Alive Foundation-ის დირექტორის ტარას ჩმუტის თქმით, მფრინავი რუსული გამანადგურებელი რაკეტიდან Mi-14 საზღვაო შვეულმფრენის ეკიპაჟის შემადგენლობაში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. „ის გარდაიცვალა ცაში, რომელიც უყვარდა და იცავდა", - წერს ჩმუტი.

გარდა ამისა, როგორც ტარას ჩმუტი აღნიშნავს, იგორ ბეძაის ხელმძღვანელობის წყალობით მათ საზღვაო ავიაციის შენარჩუნება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მე-10 საზღვაო საავიაციო ბრიგადა გახდა შეიარაღებული ძალების ერთადერთი ქვედანაყოფი, რომელმაც მოახერხა ანექსირებული ნახევარკუნძულიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა. ოპერაცია ბეძაის ხელმძღვანელობით ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics