19:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 21:17:06, 1174 ნახვა

საზოგადოება
ფასანაურში ჯომარდობის დროს 1 ტურისტი დაიღუპა, 7 წლის ბავშვი მძიმდ დაშავდა

ფასანაურში ჯომარდობის დროს 1 ტურისტი დაიღუპა, 7 წლის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად კი ექიმები ამ დრომდე იბრძვიან; სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ადიდებულ მდინარე არაგვში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

არსებული ინფორმაციით, ტურისტები ინდოეთიდან საქართველოს დასათვალიერებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ.  

დაღუპულია 23 წლის ქალი, რომლის ცხედარსაც მაშველები მდინარეში რამდენიმე საათი ეძებდნენ. სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ტურისტი ნავში, ფოტოს გადასაღებად ფეხზე ადგა, რის შემდეგაც ნავი გადაბრუნდა და ოთხი ადამიანი წყალში გადავარდა. სწორედ მათ შორის იყო მცირეწლოვანი ბავშვიც.  ამ დროისათვის პოლიცია ინსტრუქტორს კითხავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics