|
2022-05-06 15:51:48, 1832 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული სეზონის მოლოდინებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს უწყების ცნობით,თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, მის მზარდ დინამიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ,,ტურიზმის სექტორის და ტურისტული ნაკადების აღდგენა არის ყველასთვის უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით დღეს შევხვდით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას რეგიონში ტურიზმის აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად. ჩვენი ამბიციაა, რომ 2019 წლის მონაცემებს მაქსიმალურად გაუთანაბრდეს პოსტკოვიდური ტურისტული სეზონი აჭარის რეგიონში" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. შეხვედრაზე ბათუმის ბულვარის და ტურიზმის დეპარტამენტის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ტურისტული სეზონის მოსამზადებელ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მუნიციპალიტეტის მერები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 2022 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-ით აღდგა. 30%-თაა გაზრდილი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მაისის თვეში კი ბათუმში 9 ქვეყნიდან 250 ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი, რომელთა შორის ერთი ახალი ევროპული მიმართულება რიგა-ბათუმის ფრენა იქნება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)