|
2022-05-06 15:48:31, 1207 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო შეთავაზებები მოუმზადა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა 70 პარტნიორ კომპანიასთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო სერვისებზე სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. შეთავაზებები მრავალფეროვანია და ბიზნესის წარმომადგენლებს ფასდაკლებას ან უფასო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ბიზნეს ქონსალთინგი, მარკეტინგი, საბუღალტრო, საგადასახადო, თუ სხვა ტიპის მომსახურებები. დეტალურად, შეთავაზებების სრული ჩამონათვალი ხელმისავწდომია ბმულზე: https://bit.ly/3wbiJh8 „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. გარდა საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისა, რომელსაც ჩვენი ბიზნესმომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მუდმივად ვავითარებთ, ჩვენ მათ უამრავ არასაბანკო შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიზნესკურსი - შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შევქმენით. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, გვეძლევა შესაძლებლობა მეტად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს. დარწმუნებული ვართ, ის არასაბანკო შეთავაზებები, რომელიც მათ მოვუმზადეთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესების განვითარებას და მათ დაეხმარება წარმატების მიღწევაში“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში.“ შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ბიზნესანგარიში "საქართველოს ბანკში" აქვს გახსნილი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)