22:33 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 16:45:24, 2003 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქის დაბომბვას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი: სევეროდონეცკი, პოპასნა, გორსკოე და ლისიჩანსკი დაბომბეს, რასაც 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram-ით ავრცელებს.

გაიდაის თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის რაოდენობის საბოლოო მონაცემები ჯერ კიდევ არ დადგენილა.

„რუსებმა რეგიოში 24 დამანგრეველი თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის ნაპოვნია და იდენტიფიცირებულია ხუთი დაღუპულის ცხედარი. ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან პოპასნასა და რამდენიმე რეგიონში სახლები ჯერ კიდევ ერთმანეთის მიყოლებით იწვის. ამგვარად, სულ მცირე რვა სახლი განადგურდა“,- აღნიშნა გაიდაიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics