08:51 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 06:23:03, 1269 ნახვა

ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებისა და ტაქსების გარდა, მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მოვიდნენ

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს დღეიდან ახალი გაჩერება - სადგური ქუთაისის აეროპორტი დაემატა. რეაბილიტირებულმა სადგურმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული, დღეს ქუთაისის აეროპორტის პირველი მგზავრები მიიღო. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან აეროპორტის მიმართულებით მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება.

,,ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებისა და ტაქსების გარდა, მგზავრებს უკვე შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მოვიდნენ. ეს საშუალებას იძლევა მგზავრებმა გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება, იმისთვის რომ აეროპორტამდე იმგზავრონ მათთვის კომფორტულ დროს და კომფორტული ტრანსპორტის სახეობით,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

რეაბილიტირებული სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 1 კმ და 800 მეტრია, რომლის დაფარვას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრებს სადგურიდან აეროპორტამდე და პირიქით, უფასო შატლებით მომსახურებას სთავაზობს. დღეიდან, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან გასამგზავრებელ ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს. აქცია ძალაშია 7 მაისამდე. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics