|
2022-05-01 11:59:43, 2099 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსული პროდუქციის რეექსპორტის მიზნით, მოსკოვი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
რუსეთის ფედერაცია ცდილობს სხვა ქვეყნების ჩართვას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს უკრაინის ომის დროს დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, მოსკოვი გეგმავს CSTO-ს ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) მოაწყოს რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების კომპონენტების წარმოებას. დაზვერვის თანახმად, მოსკოვი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის შესახებ. იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის მიწოდება და მესამე ქვეყნებში გატანა. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული. "საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების გავლენით რუსეთის ეკონომიკა უკვე მნიშვნელოვნად დეგრადირებულია. განსაკუთრებით დაზარალდა უცხოური წარმოების ტექნოლოგიებზე და კომპონენტებზე დამოკიდებული ინდუსტრიები. რუსეთს სურს ისარგებლოს მჭიდრო კავშირებით ეკონომიკურ და სხვა გაერთიანებებსა და ალიანსებში, რათა თავიდან აიცილოს სანქციები,"- ნათქვამია განცხადებაში. დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის წამყვანი რუსული მწარმოებელი - სს "ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა" იზიდავს ყაზახეთს გერმანული წარმოების კომპონენტების მისაღებად.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)