16:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 13:12:48, 3271 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა დღეს იგეგმება

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა დღეს იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია  28 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ პროცესი ქარხანაში მდებარე საავადმყოფოს დაბომბვის გამო შეჩერდა.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ,  აზოვსტალიდან ყველაზე მძიმედ დაჭრილ მებრძოლებს გამოიყვანენ.

„დღეს  ქარხანიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ოპერაცია იგეგმება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მშვიდობიან მოქალაქეებს აზოვსტალის ქარხნის დატოვების უფლება მისცა, ხოლო რაც შეეხება მებრძოლებს, პესკოვის თქმით, მათ იარაღი უნდა დაყარონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics