|
2022-04-29 10:45:13, 1647 ნახვა
სამხედრო
ამერიკელი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, უკრაინაში დაიღუპა
ამერიკის მოქალაქე, ვილი ჯოზეფ კანსელი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, უკრაინის აღმოსავლეთით დაიღუპა. ამის შესახებ, CNN-ს მისმა ოჯახმა განუცხადა. მისი დედის რებეკა კაბრერას თქმით, 22 წლის კანსელი, ყოფილი საზღვაო ქვეითია, ამჟამად მუშაობდა დაცვაში ტენესის გამოსასწორებელ დაწესებულებაში და გააფორმა კონტრაქტი კერძო სამხედრო კომპანიასთან, რომელმაც მოხალისეები გაგზავნა უკრაინაში საბრძოლველად. „მას სურდა იქ წასვლა, რადგან სჯეროდა იმ საქმისა, რისთვისაც იბრძოდა უკრაინა, სურდა შეეკავებინა რუსეთის აგრესია, რათა ის ჩვენამდე არ მოსულიყო და ჩვენს ამერიკელ ჯარისკაცებსაც არ მოუწიათ ამაში მონაწილეობა. “ თქვა კაბრერამ CNN-თან სატელეფონო ინტერვიუში. მისი თქმით, მისი შვილი პოლონეთში 12 მარტს წავიდა და მალევე უკრაინაში აღმოჩნდა, სადაც გვერდიგვერდ იბრძოდა სხვადასხვა ქვეყნის ხალხთან. ორშაბათს მას აცნობეს მისი გარდაცვალების შესახებ . „მას სურდა უკრაინელი ხალხის დახმარება, გულით სჯეროდა, რომ ეს სწორი იყო“, - ამბობს დედა. კანსელმა ამერიკაში ცოლი და შვიდი თვის შვილი დატოვა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. სააგენტომ უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე კონფიდენციალურობის მიზეზების გამო. ხუთშაბათს ცნობილი გახდა ბრიტანეთის მოქალაქის, 36 წლის სკოტ სიბლის გარდაცვალების შესახებ, რომელიც, უკრაინაში საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობდა.
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)