|
2022-04-28 16:45:24, 1460 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს მოჰყავს სანდო ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთმა დონეცკში უკრაინელები სიკვდილით დასაჯა
აშშ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას, რომ რუსეთის სამხედრო ძალები დონეცკში დანებების სურვილის მქონე უკრაინელ ჯარისკაცებს ტყვედ აყვანის ნაცვლად ხვრეტდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სხდომაზე აშშ-ს წარმომადგენლის, ბეთ ვან შააკი ავრცელებს. მათივე,თქმით მშვიდობიანი მოქალაქეების სიკდილით დასჯა ეწინააღმდეგება ყველანაირ სამართლებრივ ნორმებს. „ახლა გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ დონეცკის მიდამოებში მოქმედმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა სიკვდილით დასაჯა უკრაინელები, რომლებიც ცდილობდნენ ჩაბარებას და არა მათ დაპატიმრებას“, - თქვა გაეროზე აშშ-ს წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)