07:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 16:47:43, 1071 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსული საკვები პროდუქტები ევროპულზე ხარისხიანია, თუ ბაზრიდან გავლენ, მეტი შესაძლებლობები გაიხსნება

ბევრი კომპანია აცხადებს, რომ ტოვებს რუსეთის ბაზარს, „მაგრამ არ ტოვებს“, - ამის შესახებ  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის დამფუძნებელთან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე „რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანაა“ საუბრისას განაცხადა.

„ბევრი აცხადებს, რომ ჩვენი ბაზრიდან მიდის, მაგრამ არ მიდიან. ამიტომ თუ ისინი წავლენ, მაშინ მართლაც შესაძლებლობები გაიხსნება, ბაზარი გათავისუფლდება. 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უცხოელი მესაკუთრეებისა და მწარმოებლების ჩანაცვლება ჩვენი მოქალაქეების მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს“, - აღნიშნა პუტინმა.

გარდა ამისა პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ რუსული საკვები პროდუქტები უფრო ხარისხიანია და ჯანსაღია ვიდრე ევროპული, რადგან ევროპულ პროდუქტებში „ზედმეტად ბევრი ქიმია გამოიყენება“.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი მათგანი იყენებს რუსულ პროდუქტებს, ეს სიმართლეა. საზოგადოებრივი კვების უცხოელი მესაკუთრეები დაახლოებით 50-60 პროცენტით, ზოგჯერ 90-ითაც კი იყენებენ რუსულ პროდუქტებს და სწორსაც აკეთებენ, რადგან ხარისხი უკეთესია. ბევრად უკეთესია, ვიდრე იმავე ევროპაში, რადგან იქ გამოიყენება ზედმეტად ბევრი ქიმია, ჩვენთან ამის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ნორმა უფრო მკაცრია“, – დასძინა პუტინმა..

ამასთან ერთად, როგორც ადრე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, უცხოურ კომპანიებს, რომლებმაც შეაჩერეს მუშაობა რუსეთში, სურთ უკან დაბრუნება და ისინი ამას გააკეთებენ. საკითხავია უბრალოდ როდის და რა დანაკარგებით მოხდება ეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics